Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი კისელიოვი: რუსების უმრავლესობას „რეპრესიული ცნობიერება“ აქვს


გავლენიანი რუსი ტელეწამყვანი დმიტრი კისელიოვი გამოვიდა მოწოდებით, შინაპატიმრობიდან იქნეს გათავისუფლებული რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი, რომელსაც წაყენებული აქვს საბიუჯეტო სახსრების დატაცების ბრალდება.

ამ მოწოდებით კისელიოვი გამოვიდა 24 მარტს თავის პროგრამა „ვესტი ნედელი“-ში, რომელიც ტელეარხ „როსია 1“-ის ეთერში გადის. მან ცნობილი რეჟისორის, "მეშვიდე სტუდიის" მხატვრული ხელმძღვანელის დაკავებაში დაადანაშაულა „რეპრესიული ცნობიერება“, რომელიც, კისელიოვის თქმით, რუსების უმრავლესობაშია გავრცელებული.

ტელეწამყვანის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეწინააღმდეგება ასეთ ცნობიერებას და მის შერბილებას ცდილობს.

ორშაბათს კი სერებრენიკოვის მხარდამჭერი განცხადებით გამოვიდა რეჟისორი ფიოდორ ბონდარჩუკი. სახელმწიფო პრემიებით კულტურის მოღვაწეთა დაჯილდოვების ცერემონიაზე, მან მიმართა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შინა პატიმრობიდან გაათავისუფლონ სერებერენიკოვი. დაჯილდოვების ცერემონია მოსკოვში, დიდ თეატრში გაიმართა.

რუსეთის პრეზიდენტის საარჩევნო პერიოდში ბონდარჩუკი პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო, ხოლო კისელიოვი სათავეში უდგას სახელმწიფო სააგენტოს „რუსეთი დღეს“.

„მეშვიდე სტუდიის“ საქმის ფარგლებში სერებრენიკოვს კიდევ ოთხ პირთან ერთად ადანაშაულებენ პროექტ „პლატფორმისათვის“ გამოყოფილი ფულის დატაცებაში. ბრალი აღიარა მხოლოდ ერთმა პირმა, სტუდიის ყოფილმა მთავარმა ბუხჰალტერმა ნინა მასლიაევამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG