Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა ოფიციალურად აღიარა ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობზე


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად აღიარა ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობზე - ხრიოკ პლატოზე, რომელიც ისრაელის ჯარმა სირიისაგან დაიპყრო 1967 წელს, ექვსდღიანი ომის ბოლო ეტაპზე.

სირიამ 1973 წელს სცადა გოლანის მაღლობზე კონტროლის აღდგენა, მაგრამ ისრაელმა მოიგერია მეზობლის მოულოდნელი შეტევა.

ვაშინგტონში, თეთრ სახლში 25 მარტს გამართულ ცერემონიაზე ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს ჯერ კიდევ ათწლეულების წინ უნდა ეღიარებინა ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობზე.

დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ. მან დოკუმენტს უწოდა „გაბედული განაცხადი“, რომელიც აღნიშნავს გოლანის მაღლობზე ისრაელის „სამხედრო გამარჯვებების“ „დიპლომატიურ“ გამარჯვებად გადაქცევის „ისტორიულ დღეს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG