Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ალაპარაკდა ოპონენტთა „მოღალატეობრივ ქმედებებზე“ მიულერის ანგარიშით „სრულად გამართლების“ შემდეგ


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აკრიტიკებს პირებს, რომელთა მოთხოვნითაც დაიწყო რუსეთთან ტრამპის საარჩევნო გუნდის შესაძლო კავშირის გამოძიება სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ხელმძღვანელობით.

როგორც პრეზიდენტმა 25 მარტს თქვა, „ბოროტი“ და „მოღალატეობრივი“ ქმედებები იქნა ჩადენილი აშშ-ის წინააღმდეგ. ამასთან, ტრამპი თავს „სრულად გამართლებულად“ მიიჩნევს 2016 წელს აშშ-ის არჩევნებთან რუსეთის კავშირზე რობერტ მიულერის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ.

ბევრმა ადამიანმა ჩაიდინა ძალიან „ცუდი საქმეები“, „მოღალატეობრივი“ ქმედებები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგო, უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში ისე, რომ არავინ დაუსახელებია და არც კონკრეტულ ფაქტებზე ულაპარაკია.

თუ აქამდე ტრამპი „კუდიანებზე ნადირობაში“ ადანაშაულებდა მიულერს, ახლა მან განაცხადა, რომ სპეციალური პროკურორი ღირსეულად მოიქცა რუსეთის შესახებ გამოძიების მსვლელობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG