Accessibility links

site logo site logo

სმითების მკვლელობაში ბრალდებულ მწყემსს უვადო პატიმრობა მიესაჯა


უვადო პატიმრობა მიესაჯა ხადის ხეობაში სმითების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ მალხაზ კობაურს.

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ გამოაცხადა.

სმითების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური 25 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ერთხმად ცნეს და ხადის ხეობაში მომხდარ დანაშაულზე მას გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

ბრალდებულის ადვოკატების სურვილი კი იყო სასჯელის შეფარდებაზე არა მოსამართლეს, არამედ ნაფიც მსაჯულებს ემსჯელათ. ბრალდების მხარე მალხაზ კობაურისთვის სასჯელის უმაღლეს ზომას, თავისუფლების უვადოდ აღკვეთას მოითხოვდა.

ადვოკატები ნებისმიერი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. ისინი ფიქრობენ, რომ საქმე პროცესუალური დარღვევებით წარიმართა.

მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. ეს მუხლები 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG