Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვის სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა რამდენიმე საბჭოთა მაღალჩინოსანს


მარშალი იაზოვი და ვლადიმირ პუტინი
მარშალი იაზოვი და ვლადიმირ პუტინი

ლიეტუვის სასამართლომ სამხედრო დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის 10 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა საბჭოთა კავშირის ბოლო თავდაცვის მინისტრს, მარშალ დიმიტრი იაზოვს. 1991 წელს ლიეტუვაში დამოუკიდებლობის მოძრაობის სამხედრო ძალის ჩახოშბისათვის 12 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა ასევე საბჭოთა უშიშროების ყოფილ ოფიცერს მიხაილ გოლოვატოვს.

1991 წლის იანვარში სამხედრო ძალით მიტინგის დაშლის დროს ვილნიუსში, ტელევიზიის მახლობლად, 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 700-ზე მეტი დაშავდა.

ლიეტუვა იყო პირველი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც 1990 წლის მარტში გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

პროკურატურამ 2016 წელს დაიწყო მიტინგის დაშლის საქმის გამოძიება. მთლიანობაში პროკურატურამ ბრალი წაუყენა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს 65 ყოფილ თანამშრომელსა და სამხედრო ოფიცერს. ყველა რუსეთი, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეა.

მარშალი იაზოვი, რომელიც ამჟამად 94 წლისაა, ვილნიუსში სამხედრო ძალი მიტინგის დაშლის დროს საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი იყო.

ლიეტუვის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაართულებს მოსკოვსა და ვილნიუსს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას. რუსეთმა უარი თქვა სასამართლო განხილვაში მონაწილეობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG