Accessibility links

site logo site logo

დავით მაღრაძე: შემოგვიერთდით „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე


დავით მაღრაძე

„ მათ, ვისაც მიაჩნია, რომ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის მორალური ზღვარი წაიშალა და დაპირისპირებას აღარ აქვს ღირებულებითი საფუძველი, შემოგვიერთდით 13 აპრილს, ვინც განსაცდელში ინარჩუნებდით ღირსებას და მომავალში ღირსებით ცხოვრებას აპირებთ, შემოგვიერთდით,“- მიმართა პოეტმა დავით მაღრაძემ საზოგადოებას.

იგი „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე იწვევს მათ, ვისაც მიაჩნია, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მორალური ზღვარი წაიშალა და დაპირისპირებას ღირებულებითი საფუძველი აღარ აქვს.

ნაციონალურ მოძრაობა“ წარსულს უარყოფს, „ოცნებამ“ კი მომავალი უარყო, შევეცადოთ შევქმნათ ასპარეზი ახალი ქართული მომავლისთვის, რომელსაც მეხსიერებაც ექნება და პერსპექტივაც. ეს არ არის მხოლოდ საორგანიზაციო შეკრება, მე ვიწვევ ქართულ ფართო საზოგადოებას. განსაკუთრებით მინდა ყურადღებით მოეკიდოს ამას ჩვენი ახალგაზრდობა, რადგან ეს მოძრაობა წარმომიდგენია, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის ესტაფეტა, რომლის დროშაც ჩვენმა შემდგომმა თაობამ უნდა ატაროს“,- განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ თბილისში, ვერის პარკში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG