Accessibility links

site logo site logo

ფაშინიანი: სომხეთი და საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ერთობლივ რეგიონულ პროგრამებს


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტის დეპუტატებთან საუბრისას ისაუბრა საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ფაშინიანმა დაწვრილებით ილაპარაკა ნინოწმინდა-ბავრის ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყების შესახებ, რასაც, მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა ექნება ჯავახეთის სომხური მოსახლეობისთვის. მაგრამ, ფაშინიანის თქმით, ამჟამად ერევანი და თბილისი განიხილავენ უფრო ფართო საკითხებს, რომლებიც რეგიონული პროგრამის რეალიზაციას ეხება. ფაშინიანმა თქვა, რომ ამ საკითხებს ის განიხილავდა როგორც საქართველოს წინა, ისე ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან ერთად.

„უკანასკნელი ინფორმაციის მიხედვით, პროცესი იმყოფება ტენდერის სტადიაში, რის შემდეგაც დაიწყება გზის მშენებლობა. მაგრამ ჩვენ საკითხთა უფრო ფართო წრეს განვიხილავთ, ვინაიდან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია რეგიონული პროგრამების განხორციელება. და ამ კონტექსტში გვაინტერესებს არა მხოლოდ ნინოწმინდა-ბავრის მონაკვეთი, არამედ ბათუმი-ბავრაც, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ჩრდილოეთი-სამხრეთის პროექტი უკვე 100%-ით შედის ამ ლოგიკაში. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მიერ შეთავაზებული ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ საკითხისადმი მიდგომას შევძლებთ ბათუმი-ბანდარი-აბასის ხაზის ლოგიკაში,“ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG