Accessibility links

site logo site logo

ამერიკელმა კონგრესმენებმა მკაცრად გააკრიტიკეს ტრამპის ბიუჯეტის პროექტი


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, ელიოტ ენგელი

ამერიკელმა კონგრესმენებმა უარყვეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსების მკვეთრად შემცირებას.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა კონგრესმენმა ელიოტ ენგელმა კონგრესში შესვლისთანავე „მკვდარი“ უწოდა ტრამპის წინადადებას.

ხოლო წარმომადგენელმა ქვეკომიტეტში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებას განაგებს, რესპუბლიკელმა ჰალ როჯერსმა გამოთქვა შეფასება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ბიუჯეტის 11 მილიარდი დოლარით შემცირება „სავალალოდ არაადეკვატურია“.

„იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ამჟამად მსოფლიოში, ეს მიდგომა აცილებულია რეალობას“, განაცხადა როჯერსმა.

წარმომადგენელთა პალატაში მოსმენაზე გამოცხადებამდე, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ წერილობით განმარტა, რომ ბიუჯეტით გამიზნულია დაფინანსების გაორმაგება ჩინეთის მზარდ აგრესიასთან დასაპირისპირებლად და სისტემის გაძლიერება იმ საფრთხის გათვალისწინებით, რომელსაც რუსეთი უქმნის აშშ-სა და დასავლეთს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG