Accessibility links

site logo site logo

ფეისბუკი დაბლოკავს თეთრკანიანი რასისტების პროპაგანდას


კორპორაცია ფეისბუკი აცხადებს, რომ თავის სოციალურ ქსელში დაბლოკავს თეთრკანიანი რასისტების პროპაგანდას, ისევე როგორც,ზოგადად, მათი მსოფლხედვის გამოხატვას.

ფეისბუკის კორპორატიულ ბლოგში ოთხშაბათს გამოქვეყნდა განცხადება, რომ მეცნიერებთან და უფლებადამცველებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ კორპორაციის ხელმძღვანელობა მივიდა დასკვნამდე, რომ საკმარისად აქტიურად არ ებრძვის სიძულვილის იდეოლოგიის გამავრცელებელ ორგანიზებულ ჯგუფებს, რის გამოც საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ამ მიმართულებით.

ახალი ზომა მომავალი კვირიდან ამოქმედდება.

ორი კვირის წინ ავსტრალიელი კაცი, რომელიც რასისტულ და ნაციონალისტურ შეხედულებებს გამოთქვამდა, თავს დაესხა ორ მეჩეთს ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩშიი, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა 50 ადამიანი. მან ფეისბუკი გამოიყენა თავდასხმების პირდაპირ ეთერში საჩვენებლად.

ამის შემდეგ ფეისბუკს მკაცრად აკრიტიკებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG