Accessibility links

site logo site logo

ავიაკომპანია Wizz Air იწყებს საჰაერო მიმოსვლას 8 ახალი მიმართულებით


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაფრინავს, 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას 8 ახალი მიმართულებით დაიწყებს.

უნგრული ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან შეასრულებს გდანსკის, ბარის, ეინდჰოვენის, კოპენჰაგენის, ბაზელის, ტალინის, ბრიუსელის და კრაკოვის მიმართულებით.

ფრენების განრიგი ასეთი იქნება:

• ქუთაისი - გდანსკი - ქუთაისი - 31 მარტიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს;

• ქუთაისი - ბარი - ქუთაისი - 1 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას;

• ქუთაისი - ეინდჰოვენი - ქუთაისი - 1 აგვისტოდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს;

• ქუთაისი - კოპენჰაგენი - ქუთაისი - 2 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს;

• ქუთაისი - ბაზელი - ქუთაისი - 2 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს;

• ქუთაისი - ტალინი - ქუთაისი - 4 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას;

• ქუთაისი - ბრიუსელი - ქუთაისი - 4 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას;

• ქუთაისი - კრაკოვი - ქუთაისი - 4 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას;

ავიაკომპანია Wizz Air-ს აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 26 მარტს მიენიჭა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG