Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი ბიშკეკს შეუთანხმდა რუსეთის სამხედრო ბაზის გაფართოების თაობაზე


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ერთდღიანი ვიზიტისას ყირგიზეთში, მხარეები შეთანხმდნენ რუსეთის სამხედრო ბაზის 60 ჰექტარით გაფართოებას.

რუსეთის სამართლებრივი დოკუმენტების საიტზე გამოქვეყნდა ოქმი, რომლის თანახმად, რუსეთის სამხედრო საჰაერო ბაზის ქირა გაიზრდება და რუსეთი მომავალში გადაიხდის 4,5 მილიონი დოლარის ნაცვლად, წლიურად 4,75 მილიონ დოლარს.

დოკუმენტი იუწყება, რომ შემოღებული იქნება ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების მოხმარების წესები.

ყირგიზეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, რაიმბერდი დუიშენბიევის თქმით, მოხდება კანტის სამხედრო აეროპორტის ბილიკების მოდერნიზება.

შეთანხმების ძალაში შესვლა მოხდება ორივე მხარის მიერ რატიფიცირების შემდეგ.

რუსეთის სამხედრო საჰაერო ბაზა კანტში 2003 გაიხსნა უკვე არსებული სამხედრო აეროპორტის ბაზაზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ზედამხედველობით. ეს შეთანხმება რუსეთის და ყირგიზეთის გარდა სომხეთს, ბელორუსიას, ყაზახეთის და ტაჯიკეთს აერთიანებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG