Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში გამოკითხვებით საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ზელენსკი ლიდერობს


უკრაინის სოციოლოგიური სამსახურების მიერ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარებული ბოლო გამოკითხვებით, პირველ ადგილზეა შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი.

მათ შორის, ვინც უკვე გადაწყვიტა, ვის მისცემს ხმას, ზელენსკის მომხრეების 25-დან 28 პროცენტამდეა.

გამოკითხვების თანახმად, მეორე და მესამე ადგილზე არიან მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და ოპოზიციური პარტიის, „ბატკივშჩინის“ ლიდერი, იულია ტიმოშენკო. ფონდ „დემოკრატიული ინიციატივის“ და საერთაშორისო სოციოლოგიის კიევის ინსტიტუტის გამოკითხვით, მეორე ადგილზე მყოფი პოროშენკო რამდენიმე პროცენტით უსწრებს ტიმოშენკოს. ჯგუფ „რეიტინგის“ თანახმად, პოროშენკოს და ტიმოშენკოს 17-17 პროცენტი უჭერს მხარს. „სოციალური მონიტორინგის“ მიხედვით, ტიმოშენკოა წინ.

წინასწარი გამოკითხვებით, იანვრის თვემდე ტიმოშენკო იყო პირველი. შემდეგ მას გაასწრო ზელენსკიმ და ის, ზოგიერთი გამოკითხვით, პოროშენკოსაც ჩამორჩა.

31 მარტის არჩევნების მეორე ტურში ის ორი კანდიდატი გავა, რომლებიც ხმათა უმრავლესობას მოაგროვებს. პირველ ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს 50 პროცენტიანი მხარდაჭერა სჭირდება, რაც სოციოლოგებს არარეალურად მიაჩნიათ.

გამოკითხვებით, მეოთხე ადგილზეიური ბოიკოა, რომელმაც გასულ კვირაში გამართა შეხვედრა მოსკოვში, რუსეთის პრემიერთან, რისთვისაც გააკრიტიკეს. ბოიკო მეოთხე ადგილს იყოფს ანატოლი გრიცენკო, მათ ათ-ათი პროცენტი უჭერს მხარს. სულ კანდიდატების რაოდენობა 39-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG