Accessibility links

site logo site logo

ხელი მოეწერება „ევროჯასტსა“ და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებას


დღეს ჰააგაში ხელი მოეწერება ორმხრივ შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირის იუსტიციის ერთიან ორგანოს „ევროჯასტს“ შორის. „ევროჯასტის“ ცენტრალურ ოფისში დაგეგმილ შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი დაესწრებიან.

ევროჯასტთან შეთანხმების მიხედვით მოხდება მართლმსაჯულების სფეროში ევროკავშირთან სტანდარტებისა და რეგულაციების ერთიანი სივრცის შექმნა და ინფორმაციის გაცვლა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებს შორის.

საქართველოსა და „ევროჯასტს“ შორის შეთანხმების გაფორმებას ევროპარლამენტმა კენჭი 2019 წლის თებერვალში უყარა და დაამტკიცა შეთანხმების გაფორმებაზე ევროსაბჭოს გადაწყვეტილების პროექტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG