Accessibility links

site logo site logo

ძუძუს კიბოს პაციენტებისთვის გაიხსნა "ვარდისფერი სივრცე"


29 მარტს თბილისში ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის "ვარდისფერი სივრცე" გაიხსნა. მისი მიზანია ონკოპაციენტების სწორად ინფორმირება და მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.

„ვარდისფერ სივრცეში“ დაავადებაზე გამარჯვებული პაციენტები გაუწევენ დახმარებას მათ ვისაც ძუძუს კიბოს დიაგნოზი ახლა დაუსვეს ან ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესს გადიან. აქ მისულ ქალებს მიაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ გაიარონ რეგისტრაცია სახელმწიფო პროგრამებში, როგორ მოიპოვონ შეღავათები სამედიცინო მომსახურებაზე, მისცემენ რჩევებს სხვადასხვა საჭირო საკითხების მოგვარების პროცესში და მათთვის მოეწყობა არტთერაპიაც.

ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი ორგანიზაცია "ევროპა დონა საქართველოა", რომელიც ყოფილი ონკოპაციენტების შექმნილია. "აქ მოსული პაციენტები მიიღებენ ყველანაირ ინფორმაციას, რაც მათ აინტერესებთ და ვეცდებით მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ. ჩვენ ვართ პაციენტები პაციენტებისთვის", ამბობს ანა მაზანიშვილი "ევროპა დონა საქართველოს" დამფუძნებელი. "ვარდისფერი სივრცის" სერვისი უფასოა, რადგან ის კერძო სექტორის დაფინანსებით შეიქმნა.

სივრცეში იფუნქციონირებს ცხელი ხაზიც, რომლის საშუალებით ცენტრიდან ინფორმაციის მოპოვება შეეძლებათ, რეგიონში მცხოვრებ ონკოპაციენტებსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG