Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ დაიწყო გამოძიება დავით ბაგრატიონის მიერ ანა ბაგრატიონის შესაძლო ცემის ფაქტზე


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო დავით ბაგრატიონის მიერ ანა ბაგრატიონის შესაძლო ცემის ფაქტზე. საქმე სს 126-ე პრიმა მუხლით არის აღძრული და მხარეები ახლო მომავალში გამოიკითხებიან.

საქმე ეხება ანა ბაგრატიონის ადვოკატის განცხადებას, რომლის მიხედვით მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ყოფილმა ქმარმა დავით ბაგრატიონმა 2014 წელს სცემა და ამ ფაქტს ანას არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო. მას ხელთ აქვს ამ პერიოდში გაცემული ექსპერტიზის დასკვნაც.

ამჟამად, ანა ბაგრატიონი დავით ბაგრატიონის წინააღმდეგ სასამართლოში ორ საქმეზე დაობს - ბაგრატიონთა სამეფო სახლის სახელის უკანონოდ მითვისებასა და ქონების გაყოფაზე. ცემის ეპიზოდი ორივე საქმეში დევს.

დავით ბაგრატიონის ადვოკატი ლევან ჩხეიძე რადიო თავისუფლებასთან კომენტარში ამბობს, რომ ძალადობა არ მომხდარა და არ გამორიცხავს დავით ბაგრატიონმაც მიმართოს სასამართლოს.

"თუ ბოლო წვეთამდე მიგვიყვანეს, შესაძლოა ჩვენც მივმართოთ სასამართლოს, რადგან რეპუტაციას უკვე სერიოზულ ზიანს აყენებს ეს ბრალდება", ამბობს ლევან ჩხეიძე. მისი თქმით, ამ ბრალდებას კავშირი არ ჰქონდა იმ სასამართლო დავებთან, რომელიც ანა ბაგრატიონმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ დაიწყო.

ანა ბაგრატიონის ადვოკატი კი მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესებზე მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს წინაპირობა, რაც ძალადობას უძღოდა წინ.

"დავითს, მათი ქორწინების დღიდან, ჰქონდა სურვილი, რომ გრუზინსკების შტოს ეღიარებინა მისი შტოს უპირატესობა. ის ამის წერილობით აღიარებას არაერთი ფორმით მოითხოვდა ნუგზარ ბაგრატიონისგან. ამ ადამიანის ერთ-ერთი სტრატეგია იყო ის რომ, თუ ანას ყოფას გაუსაძლისს გახდიდა, ნუგზარი დათანხმდებოდა. ამ მიზნით ხდებოდა ძალადობა", ამბობს ლევან გორელაშვილი.

შემდეგი სასამართლო პროცესი ბაგრატიონებს შორის, საქალაქო სასამართლოში 11 აპრილს არის დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG