Accessibility links

site logo site logo

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს „Youtube“-ზე ატვირთვისთვის მოზარდს გირაოს გადახდა შეეფარდა


დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების „Youtube“-ზე ატვირთვის გამო დაკავებულ არასრულწლოვანს მ.მ-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებას იგი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

მოზარდის ადვოკატი, ლევან დავითაია 1000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მისი თქმით, ბრალდებულის მდგომარეობიდან გამომდინარე, გირაოს თანხა მისთვის ძალიან მაღალია.

ადვოკატის განმარტებით მ.მ ბრალს აღიარებს, თუმცა ვიდეო სოციალურ ქსელში მან Youtube“-ის საკუთარი არხის პოპულარიზაციისთვის განათავსა და სხვა მიზანი არ ჰქონია.

ადვოკატის თანახმად, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მოზარდმა ვიდეო სოციალურ ქსელში მიიღო პროფილიდან, რომელიც გამოძიებისთვის ცნობილია და რომელიც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებაში ბრალდებული სხვა პირების საქმეშიც ფიგურირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG