Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელი აზიაში შეხვედრებს მართავს ირანზე ზეწოლის გასაძლიერებლად


სიგალ მანდელკერი

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სიგალ მანდელკერი, რომელიც სანქციებისთვის არის პასუხისმგებელი, აზიაში იმყოფება ირანზე ზეწოლის გასაძლიერებლად. მანდელკერმა 29 მარტს სინგაპურში ვიზიტისას თქვა, რომ ის მოლაპარაკებებს გამართავს მალაიზიაში, სინგაპურსა და ინდოეთში და ხაზს გაუსვამს რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია თეირანთან ურთიერთობებთან.

აშშ-ის ადმინისტრაციის დეკლარირებული მიზანია, იმპორტიორებზე ზეწოლის მეშვეობით ირანის ნავთობის ექსპორტი ნულამდე დაიყვანოს. საამისოდ ის იმპორტიორებს სანქციების დაწესებით ემუქრება.

ამასთან, ვაშინგტონმა მოკლე დროით გამონაკლისები დაუშვა ირანის ენერგოპროდუქტებზე დამოკიდებული რამდენიმე ქვეყნისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ ქვეყნების დესტაბილიზაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG