Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბებმა ხელთ იგდეს არგანჯ ხვას რაიონი ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში


ორდღიანი ინტენსიური ბრძოლების შედეგად თალიბთა რაზმებმა ხელთ იგდეს არგანჯ ხვას რაიონი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ბადახშანის პროვინციაში. ბრძოლის შედეგად დაიღუპა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების 12 მებრძოლი და დაიჭრა 5-ი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უცნობია დაღუპული თალიბების რაოდენობა. ადგილობრივი ძალები, ავღანეთის არმის დახმარებით, აპირებენ აღადგინონ კონტროლი არგანჯ ხვას რაიონზე, რათა თალიბებმა არ შეძლონ პროვინციის დედაქალაქ ფაიზ აბადისკენ იერიშის განხორციელება.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ექსტრემისტებმა მოახერხეს ბადახშანის პროვინციის ორი- ვარდუჯისა და უმგანის რაიონების დაკავება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG