Accessibility links

site logo site logo

პეტრო პოროშენკომ და მთავრობის წევრებმა „სიჩუმის დღეზე“ უკრაინის ერთიანობისათვის ილოცეს


უკრაინაში შაბათს, 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ „სიჩუმის დღეა“, როდესაც კანონმდებლობის წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალულია.

30 მარტს კიევის ცენტრში ჩატარდა ერთიანი ლოცვა უკრაინის ერთიანობისათვის, რომელიც აღასრულეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ეპიფანიმ და უკრაინაში არსებული ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების მეთაურებმა.

ღონისძიებაში მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბი, უკრაინის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

კვირას, 31 მარტს, უკრაინაში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, რომელშიც მონაწილობას მიიღებს 31 კანდიდატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG