Accessibility links

site logo site logo

ზვიად გამსახურდიას შვილები: ეს ფილმი ბევრჯერ გვაქვს ნანახი


საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები აცხადებენ, რომ "არავითარი საფუძველი არა აქვთ" დაუჯერონ ვინმეს დაპირებებს, მით უფრო - ამ პოლიტიკურ კონტექსტში. ეს ნათქვამია, მათი სახელით გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ სოფელ ხიბულადან გაკეთებულ მიმართვის შემდეგ გაავრცელეს.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს განცხადებით გამოეხმაურა. ივანიშვილი მიიჩნევს „ქვეყნის დიდ სირცხვილად“ მიიჩნევს, იმას, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია. ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში იმ სახლსაც ესტუმრა, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა. ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ სახლში ფონდი „ქართუ“ მუზეუმს გახსნის. მუზეუმის გარშემო დაიგეგმა დასასვენებელი პარკის და ეკლესიის მშენებლობაც.

„გავეცანით ბიძინა ივანიშვილის მიერ სამეგრელოს სოფელ ხიბულადან გაკეთებულ მიმართვას, სადაც ის საუბრობს ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე ქვეყნის წინაშე, მის ტრაგიკულ აღსასრულსა და გამოძიების აუცილებლობაზე. ფორმალურად ყველაფერი სწორია. მიმართვის პრაქტიკულად ყველა სიტყვას შესაძლოა დაეთანხმოს ადამიანი. მაგრამ, ეს ფილმი ჩვენ უკვე ბევრჯერ გვინახავს... თუ ბიძინა ივანიშვილს ან მის ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება უნდა, ბურთიც მათია და მოედანიც. ჩვენ მხოლოდ საკუთარი თვალების გვჯერა, ხოლო დანარჩენს ფაქტები გამოაჩენს“, - ნათქვამია ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG