Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში კაცმა ცოლის 7 ნათესავი დახოცა


ირანში კაცმა დახოცა საკუთარი ცოლის 7 ნათესავი, ხუთი კაცი და ორი ქალი. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ დეზფულში 30 მარტს მოხდა.

იუწყებიან, რომ თავდამსხმელი შეიარაღებული იყოკალაშნიკოვის მარკის ავტომატით, რომლითაც შემდეგ თავის მოკვლას შეეცადა, თუმცა გადარჩა.

ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაული იშვიათობაა ირანში, სადაც მოქალქეებს მხოლოდ სანადირო თოფზე ლიცენზიის აღება შეუძლიათ.

2017 წელს მამაკაცმა შურისძიების მიზნით ხუთი ადამიანი მოკლა ქალაქ არაკში. უფრო ადრე იყო შემთხვევა, როდესაც კაცმა 10 ნათესავი დახოცა ირანის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში.

XS
SM
MD
LG