Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციონერი ზუზანა ჩაპუტოვა არჩეულია სლოვაკეთის პრეზიდენტად


შუაში ზუზანა ჩაპუტოვა
შუაში ზუზანა ჩაპუტოვა

სლოვაკეთის პრეზიდენტი არჩევნების მეორე ტურის შედეგებით გახდა ზუზანა ჩაპუტოვა, ოპოზიციონერი აქტივისტი და იურისტი, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 58%-ი მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა მეტოქე, მმართველი პარტია „სმერის“ კანდიდატი, ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მაროშ შეფჩოვიჩი. ამ უკანასკნელმა უკვე მიულოცა გამარჯვება ზუზანა ჩაპუტოვას, რომელიც სლოვაკეთის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია.

43 წლის ზუზანა ჩაპუტოვა ადრე პოლიტიკას არ მისდევდა. მან აღიარება მოიპოვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლითა და ნაგვის პოლიგონების მშენებლობის წინააღმდეგ აქციების ორგანიზებით. იგი ემხრობა აბორტის დაკანონებას და იცავს ლგბტ პირების უფლებებს.

17 მარტს, არჩევნების პირველ ტურში, ზუზანა ჩაპუტოვამ ხმის უფლების მქონეთა 40%-ზე მეტი მიიმხრო. შეფროვიჩმა თითქმის 19% მოაგროვა.

სლოვაკეთის პრეზიდენტი შეზღუდული უფლებების მქონე ქვეყნის პირველი პირია, რომელსაც შეუძლია ვეტო დაადოს პარლამენტის კანონებს, დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG