Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში განათლების შესახებ კანონიდან სიტყვა “ლიბერალურის” ამოღებას განიხილავენ


1 აპრილს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ნუკრი ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, “ზოგადი განათლების შესახებ” კანონიდან სიტყვა - “ლიბერალურის” ამოღების თაობაზე.

“ზოგადი განათლების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს ადგენს. ერთ-ერთ მიზნად მასში ჩაწერილია მოსწავლისთვის ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება. კანონპროექტის ავტორების აზრით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნები არ შეესაბამება ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებსა და სულისკვეთებას.

ორი დეპუტატის ინიციატივით შემუშავებული კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კანონში ახალი პუნქტის დამატებას. მათ საფუძველზე სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები ასე უნდა გაისაზღვრებოდეს:

  • მოსწავლის ჩამოყალიბება ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისმცემელ და თავისუფალ პიროვნებად.
  • მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება.
  • მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების, კულტურული ფასეულობების, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებისა და პატივისცემის განვითარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG