Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭავჭავაძის გამზირზე ჩამოშლილი მიწიდან მაშველებმა მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს


შემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი

მაშველებმა ჭავჭავაძის გამზირზე ჩამოშლილი მიწის მასიდან 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

გარდაცვლილი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს, მეორე ადამიანს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

შემთხვევის ადგილზე მუშაობს 30 მეხანძრე-მაშველი. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG