Accessibility links

site logo site logo

სააკაშვილმა მოუწოდა ყველა დემოკრატიულ ძალას მხარი დაუჭირონ ზელენსკის


საქართველოს ექსპრეზიდენტმა, უკრაინიდან გაძევებულმა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა ყველა დემოკრატიულ ძალას მოუწოდა „უპირობოდ დაუჭირონ მხარი“ ვლადიმირ ზელენსკის.

ამის შესახებ სააკაშვილმა დაწერა თავის ფეისბუკის გვერდზე მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ეგზიტპოლების წინასწარი შედეგები, რომლის თანახმად შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი ყველაზე მეტ ხმებს აგროვებს 31 მარტს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში.

„ახლა პოროშენკოს და მისი ხროვის დამარცხება - განსაცვიფრებელი შანსია უკრაინისათვის. „ახალი ძალების რუხი“ იბრძოლებს ფალსიფიკაციის წინააღმდეგ და პრეზიდენტ ზელენსკის გამარჯვებისათვის“, - წერს მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე.

მანამდე ვლადიმირ ზელენსკიმ ერთ-ერთი ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ არაფერი აქვს საწინააღმდეგო, თუ უკრაინაში დაბრუნდება მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ზელენსკიმ უწოდა "რეფორმატორი, რომელმაც საქართველოში კორუფცია დაამარცხა."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG