Accessibility links

site logo site logo

ვენეციის კომისიის ექსპერტები საქართველოს პარლამენტის წევრებს ხვდებიან


საქართველოს პარლამენტში დილიდან დაიწყო შეხვედრები ვენეციის კომისიის დელეგაციასთან, რომელმაც თავისი დასკვნა უნდა წარმოადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ.

პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, ვენეციის კომისიის წარმომადგენლები შეხვდებიან უმრავლესობის და ოპოზიციური ფრაქციების, „ნაციონალური მოძრაობის,“ „ევროპული საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსის და სოციალ-დემოკრატების“ წევრებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს.

ოპოზიცია „ქართულ ოცნების“ უმრავლესობას ადანაშაულებს იმაში, რომ არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას და კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კანონპროექტის მომზადება, ინიცირება და ამის შემდეგ ვენეციის კომისიაში გაგზავნა ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

„ჩვენ გვაქვს დრო მეორე მოსმენამდე იმისათვის, რომ დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის შემდეგ უკვე იქნება საბოლოოდ მეორე მოსმენით მიღებული ჩვენი კანონპროექტი“ - განაცხადა კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია ვენეციის კომისიის დასკვნა დადებითი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG