Accessibility links

site logo site logo

ქართველმა ძიუდოისტებმა თბილისის გრან პრიზე ათი მედალი მოიპოვეს


საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა 29-31 მარტს თბილისში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - გრან პრიზე ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში 44 ქვეყნის ნაკრებს შორის პირველ ადგილზე გავიდნენ.

ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ) ჩემპიონები გახდნენ. გიორგი თუთაშვილი (66 კგ) და გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ) ფინალში დამარცხდნენ და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ), ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ), ვალერი იაშვილმა (73 კგ), ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ), ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) და ონისე ბუღაძემ (+100 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

თბილისის გრან პრიზე ქალთა შორისაც გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. შეჯიბრებაში ცხრა ქართველმა ქალმაც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მედალი ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოიპოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG