Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში იმყოფება


დაურ კოვე
დაურ კოვე

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე იმყოფება მოსკოვში, სადაც დღეს მოლაპარაკებას გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ურთიერთქმედებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

დაურ კოვემ სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ აფხაზური მხარე ჟენევაში, მომდევნო შეხვედრაზე ყურადღებას გაამახვილებს რეგიონში სიტუაციის გამწვავებაზე, რაც გამოიწვია მარტში ჩატარებულმა ნატო-საქართველოს ერთობლივმა სწავლებამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლავროვი და კოვე განიხილავენ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის და "აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციების გამყარების" საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG