Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე: მივესალმებით პრეზიდენტს, რომელსაც უკრაინელი ხალხი აირჩევს


არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო გულშემატკივრობს მეგობარ უკრაინას და მის დემოკრატიას.

„არჩევნები არის დემოკრატიის ნაწილი და დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინელი ხალხი თავის საბოლოო არჩევანს გააკეთებს. მივესალმებით იმ პრეზიდენტს, რომელსაც აირჩევს უკრაინელი ხალხი“ - უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობას.

უკრაინაში 31 მარტს ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, რადგან ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების 50%-ზე მეტი.

არჩევნების წინასწარი, ოფიციალური შედეგების მიხედვით, მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი და უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG