Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშენებლო ობიექტზე, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა გარკვეული ხარვეზები არსებობდა


ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, თბილისში, ჭავჭავაძის ხუთ ნომერში მდებარე სამშენებლო ობიექტის ზოგადმა დათვალიერებამ პირველადი ხარვეზები გამოავლინა. მათ შორისაა კუსტარული მანქანა-დანადგარები და დაუცველი ღიობები.

ბექა ფერაძის განცხადებით, მოკვლევა გრძელდება და მისი დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი უბედური შემთხვევის გამომწვევ კონკრეტულ და სისტემურ მიზეზებზე.

31 მარტს საღამოს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის ხუთ ნომერში მდებარე სამშენებლო ობიქტზე მიწის მასის ჩამოშლამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამ ტერიტორიაზე მრავალპროფილიანი საავადმყოფო უნდა აშენდეს. ამჟამად მშენებლობის პროცესი შეჩერებულია.

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის, გიორგი ბაგრატიონის ინფორმაციით, ობიექტი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, შემოწმებული იყო და სამუშაოების მწარმოებელმა კომპანია „ტრანსმშენმა“ შესაბამისი დასკვნა ერთი კვირის წინ წარმოადგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG