Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის მუნიციპალური არჩევნების შედეგები მიანიშნებს ერდოანის პოზიციის შესუსტებაზე


თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანისა და მისი პარტიის პოზიციები, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად შესუსტდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად. მმართველმა ალიანსმა დაკარგა ანკარა და შესაძლოა, სტამბოლიც.

თურქეთის მედიამ 1 აპრილს გაავრცელა ცნობა, რომ ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა მანსურ იავასმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ანკარაში. ხოლო ერდოანმა მიანიშნა მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის დამარცხებაზე სტამბოლში, თუმცა კენჭისყრის საბოლოო შედეგი ჯერ არ არის ცნობილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო პირველი ასეთი კენჭისყრა მას შემდეგ, რაც 2017 წელს კონსტიტუციის რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად გაფართოვდა ერდოანის უფლებამოსილებები. ბევრი მიიჩნევს მუნიციპალურ არჩევნებს იმის ინდიკატორად, თუ რამდენად ძლიერია ამჟამად ერდოანისა და მისი პარტიის, AKP-ის (სამართლიანობისა და განვითარების პარტია), პოზიციები.

ერდოანი და AKP აქამდე ყველა არჩევნებში იმარჯვებდნენ 2002 წელს ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ.

მაგრამ ბოლოხანს ძლიერდება ოპოზიციური განწყობა ეკონომიკური დაღმასვლის, უმუშევრობისა და ინფლაციის მატების ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG