Accessibility links

site logo site logo

ანა არგანაშვილი: სამინისტრო ზეწოლას ახდენს სოცმუშაკებზე


სოციალური მომსახურების სისტემაში პრობლემების მოუგვარებლობა არა ფინანსების ნაკლებობას, არამედ სამინისტროს მხრიდან ხედვის არქონას უკავშირდება“, - აცხადებს ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი.

უფლებადამცველის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია პარლამენტში მიღწეული შეთანხმების თანახმად, საჯარო გახადოს ის ხარჯთაღრიცხვა და ხედვა, რაც სოციალური მუშაკების პრობლემას მოაგვარებს.

პარასკევს, პარლამენტში, ჩვენ მოვისმინეთ, რომ რეალურად, პრობლემა არის არა ფინანსების ნაკლებობაში, არამედ სამინისტროს მხრიდან ხედვის უქონლობაში. მაგალითად, ხელფასების მომატებას ისინი იმიტომ კი არ უარყოფენ, რომ თანხა არ არის, ასახელებენ სხვა მიზეზებს, რაც პოლიტიკური ნების არარსებობაზე უფრო მიუთითებს“, - ამბობს ანა არგანაშვილი.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სამინისტრო ზეწოლას ახდენს სოციალურ მუშაკებზე, ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს ისინი უარს ამბობენ ბენეფიციარების მომსახურებაზე, რაც, ანა არგანაშვილის თქმით, სიცრუეა.

მისივე თქმით, აუცილებელია შეიქმნას რეაგირების გამჭვირვალე ჯგუფიც, რომელიც სოციალურ პოლიტიკაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იმსჯელებს, რადგან არაერთხელ გამოჩნდა, რომ პარლამენტის საზედამხედველო როლი არაეფექტიანია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG