Accessibility links

site logo site logo

უცნობია ვინ დაგეგმა, შექმნა და თავდაპირველად გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია


"2019 წელს კვლავ გამოვლინდა საჯაროდ ცნობილი პირის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტით მასობრივად გავრცელების შემთხვევები. მსგავსი ფაქტები ჯერ კიდევ 2015 და 2016 წლებში დაფიქსირდა არაერთხელ, თუმცა ამ დანაშაულთა სრულყოფილი გამოძიება დღემდე ვერ მოხერხდა. საქმე ის არის, რომ დანაშაულთა მთავარი აქტორები – ძირითადი დამნაშავეები ის პირები არიან, რომლებმაც დაგეგმეს, შექმნეს და თავდაპირველად გაავრცელეს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია კონკრეტულ პირთა დასაშინებლად და დასაშანტაჟებლად. აქვე აღსანიშნავია, ამ ტიპის უკანონო ქმედების ძირითადი ობიექტები – ქალები არიან, რაც ამ პრობლემის გენდერულ ხასიათზე მიუთითებს. " - ვკითხულობთ სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში, რომელიც უფლებრივ მდგომარეობას შეეხება და საანგარიშო პერიოდად 2018 წელი აქვს აღებული.

"მიუხედავად პროკურატურის მიერ გატარებული ღონისძიებებისა, რომლითაც დასტურდება, რომ პასუხისგებაში მიეცა არაერთი ადამიანი, მაინც უცნობი დარჩა პასუხი შეკითხვებზე – ვინ დაგეგმა, შექმნა და თავდაპირველად გაავრცელა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი ინფორმაცია." - წერია ანგარიშში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG