Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალჟირში გარდამავალი მთავრობა დაინიშნა


ალჟირის პრეზიდენტმა, აბდელაზიზ ბუტეფლიკამ დანიშნა გარდამავალი მთავრობა, ქვეყანაში მისი გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე.

სახელმწიფო სააგენტო APS 31 მარტს იუწყებოდა, რომ 27 მინისტრისგან შემდგარ ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, ნურედინ ბედოუი. ბუტეფლიკა კაბინეტში შეინარჩუნებს თავდაცვის მინისტრის პოსტს, მიუხედავად საპროტესტო გამოსვლებისას.

ბუტეფლიკა 82 წლისაა, ის ქვეყანას 1999 წლიდან მართავს. 2013 წელს ალჟირის პრეზიდენტს ინსულტი დაემართა და მას შემდეგ საჯაროდ თითქმის აღარ ჩნდება. მას მეხუთე ვადით სურდა კენჭისყრა აპრილში დანიშნულ არჩევნებში, თუმცა მასობრივი გამოსვლების შემდეგ თქვა, რომ გადაწყვეტილება შეცვალა. მაგრამ, ამავე დროს, მან განუსაზღვრელი ვადით გადადო არჩევნები და თქვა, რომ პოსტზე დარჩება მისი შემცვლელის არჩევამდე. კრიტიკოსები თვლიან, რომ ეს გეგმა ბუტეფლიკას ხელისუფლებაში უვადოდ დატოვებას ემსახურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG