Accessibility links

site logo site logo

სახალხო დამცველი: უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება


2018 წელს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის (აბორტის) რეგისტრირებული რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში 23 295 აბორტი გაკეთდა, 2017 წელს კი ამ ციფრმა 24 308 შეადგინა.

"მიუხედავად ამ ტენდენციისა, უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში, სერვისის გამცემი პროფესიონალები ცდილობენ ქალებს, რომლებიც აბორტის სერვისს საჭიროებენ, გადააფიქრებინონ აბორტის გაკეთება და ამისთვის, ზოგ შემთხვევაში, ისეთ არაეთიკურ გზებსაც მიმართავენ, როგორიც არის, სერვისის მიმღებისთვის განზრახ, არასწორი ინფორმაციის მიწოდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,” - ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით პრობლემურია ასევე ის პრობლემები, რომლებსაც არასრულწლოვანი გოგოები ოჯახის დაგეგმვისას და არაქირურგიული გზით ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სერვისის მიღებისას აწყდებიან.

მონიტორინგით დადგინდა, რომ სამედიცინო მომსახურების გამწევი, ხშირად არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, არათუ ატყობინებს მშობელს აღნიშნული სერვისის გაწევის თაობაზე, არამედ მისგან წინასწარ ითხოვს ინფორმირებულ თანხმობასაც. მსგავსი პრაქტიკა მნიშვნელოვნად აზიანებს მოზარდი გოგოების ჯანმრთელობის დაცვის უფლებას, რადგან, ფაქტობრივად, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზღუდავს. აღნიშნული პრაქტიკა ასევე ახალისებს არასრულწლოვნების მიერ არალეგალური გზების ძიებას სამედიცინო სერვისების მისაღებად, რაც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG