Accessibility links

site logo site logo

ირანში ათასობით სახლი გაჩანაგდა წყალდიდობის შედეგად


ირანში სახელმწიფოსთან დაკავშირებული საქველმოქმედო ორგანიზაცია აცხადებს, რომ 25,000-ზე მეტი სახლი განადგურდა ქვეყნის მასშტაბით მომხდარი წყალდიდობის შედეგად. მთავრობის განცხადებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ირანში ყველაზე ძლიერი წვიმებია.

ოფიციალური მონაცემებით, 19 მარტის შემდეგ დაიღუპა სულ მცირე 45 ადამიანი. წყალდიდობამ მოიცვა ირანის ჩრდილოეთით, სამხრეთით, და ცენტრში მდებარე რეგიონები და ბოლო დღეებში გავრცელდა დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის მხარეებშიც. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG