Accessibility links

site logo site logo

პროფკავშირი მშენებლობებზე ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას მოითხოვს


გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი სამუშაო ადგილზე მუშების დაღუპვის ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ მხოლოდ 2019 წლის პირველ სამ თვეში, სამუშაო ადგილებზე 9 ადამიანი დაიღუპა. აქედან 8 ადამიანი მშენებლობაზე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე სანქციები მნიშვნელოვნად გამკაცრდა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის მხრივ თბილისში მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევები მაინც ხდება.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა:

  • შრომის ინსპექციას დაუყოვნებლივ უნდა მიენიჭოს შრომის უსაფრთხოების და შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი ყოველგვარი სასამართლოს ნებართვის გარეშე.
  • შრომის ინსპექცია ინსტიტუციურად განმტკიცდეს და უზრუნველყოფილი იქნას გამართული და ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო საკადრო და მატერიალური რესურსებით.
  • უახლოეს მომავალში, შრომის ინსპექცია ჩამოყალიბდეს ცალკე, დამოუკიდებელ სტრუქტურად საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით და შეიქმნას შესაბამისი რეგიონული ოფისები ქვეყნის მასშტაბით.
  • მისი მანდატის ქვეშ მოექცეს სახელმწიფო უწყებებში გაბნეული მერიის მუნიციპალური ინსპექცია და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და ანგარიშვალდებული გახდეს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წინაშე.
  • საჯარიმო სანქციების გაზრდის გარდა საწარმოო შემთხვევების მაჩვენებლის შესამცირებლად აუცილებელია მომხდარ უბედურ შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ კომპანიების არა მხოლოდ ქვედა, არამედ ზედა რგოლის წარმომადგენლებსაც.
  • სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფორმატში იქნას გაანალიზებული ამ სექტორში არსებული სხვა გამოწვევები და რისკების როგორც შეფასების, ასევე პრევენციის შესაძლებლობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG