Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სასამართლომ იეჰოვას მოწმე ექსტრემიზმში დამნაშავედ სცნო


რუსეთში სასამართლომ იეჰოვას მოწმე დამნაშავედ სცნო ამ, ამჟამად უკვე აკრძალული რელიგიური ჯგუფის წევრობაში. მიმდინარე წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა ამ რელიგიური მიმდინარეობის მიმდევართა წინააღმდეგ.

აშშ-ში განთავსებულმა ამ ორგანიზაციამ განაცხადა, რომ რუსეთის დასავლეთში მდებარე ქალაქ ორიოლში სერგეი სკრინიკოვი 350 000 რუბლით, ანუ 5 320 ამერიკული დოლარით დაჯარიმდა.

განცხადების თანახმად, სკრინიკოვის საქმე ამოიზარდა სხვა გამოძიებიდან - პროცესიდან, რომელიც ეხებოდა დანიის მოქალაქეს, იეჰოვას მოწმე დენის კრისტენსენს, რომელიც თებერვალში სცნეს დამნაშავედ "ექსტრემისტული ორგანიზაციის მოქმედებების ორგანიზებაში" და ექვსი წლით მიუსაჯეს პატიმრობა.

მას შემდეგ, რაც 2017 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეებს "ექსტრემისტული" ორგანიზაცია უწოდა, ამ რელიგიური მიმდინარეობის მიმდევრები ინტენსიურ ზეწოლას განიცდიან. ისინი იუწყებიან რეიდებზე, დაკავებებზე და წამებაზე, მთელი რუსეთის მასშტაბით.

ჯგუფს რუსეთში 170 000-მდე მიმდევარი ჰყავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG