Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: პარტიამ, რომელიც ივანიშვილმა დატოვა, სიტუაციის გაკონტროლება ვეღარ შეძლო


"ივანიშვილი დიდი სიმპათიით სარგებლობს, რადგან მოსახლეობა მასში იმ კაცს ხედავს, რომლის საშუალებითაც სააკაშვილის ჩამოშორება გახდა შესაძლებელი მაშინ, როცა ჩვენ ავტორიტარული სახელმწიფოდ გადაქცევის გზას ვადექით და რადგან მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ სხვა ამას ვერავინ შეძლებდა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუსას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ივანიშვილს არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა.

„მასთან გამართული მცირერიცხოვანი საუბრების შემდეგ, ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, რადგან ის მას არ მოსწონს. მაგრამ პარტიამ, რომელიც მან დატოვა, სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო და გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პარტიის ლიდერთა რიგებიდან ხალხი ისედაც მასთან მიდიოდა რჩევის საკითხავად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე - "ასეა თუ ისე, ეს დიდი პრობლემაა, როცა უმდიდრესი ადამიანი ქვეყანას არაფორმალურად მართავს და დიდი პარტიის უკან დგას" - სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:

„ის პარტიის უკან კი არ დგას, არამედ სათავეში უდგას მას. გარდა ამისა, ვვარაუდობ, რომ ეს მისი პოლიტიკაში დაბრუნების უკანასკნელი შემთხვევაა - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ის აშკარა დისტანცირებას მოახდენს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს თარგმანს "შპიგელთან" პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG