Accessibility links

site logo site logo

ნატო აპირებს განიხილოს შავ ზღვაზე არსებული ვითარება, რუსეთის აგრესიული ქმედებები


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში ალიანსი განიხილავს "მომავალ ნაბიჯებს" რუსეთის მხრიდან ცივი ომის პერიოდის, ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულების დარღვევის პასუხად, ისევე, როგორც ალიანსის წარმომადგენლობა შავ ზღვაზე, რუსეთის "აგრესიული" ქცევის ფონზე.

ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ის დედაქალაქში 4 აპრილს შეიკრიბებიან, რათა აღნიშნონ ამ დასავლური სამხედრო ალიანსის დამფუძნებელი, ვაშინგტონის ხელშეკრულების 70-ე წლისთავი. ვარაუდობენ, რომ მოლაპარაკების ძირითადი საგანი იქნება რუსეთთან ურთიერთობა, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან დაიძაბა რამდენიმე საკითხის გარშემო, მათ შორის მოსკოვის მიერ 2014 წლის მარტში უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირების და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო კონფლიქტში, რომელსაც ხუთი წლის განმავლობაში 13 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

1 აპრილს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ბრიუსელში უთხრა, რომ ნატოს მინისტრები შეხვედრას დაიწყებენ "რუსეთთან ნატოს კავშირების განხილვით". მისი თქმით, რუსეთი განაგრძობს 1987 წელს გაფორმებული, საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულების დარღვევას. ნატოს ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ, მისი მოლოდინით, მინისტრები "შეთანხმდებიან ახალ ზომებზე, რათა გაუმჯობესდეს ალიანსის სიტუაციური აღქმა [შავი ზღვის] რეგიონში და გაიზარდოს ნატოს მხარდაჭერა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინისთვის".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG