Accessibility links

site logo site logo

აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის #5-ში პრემიერ-მინისტრის მისვლას ითხოვენ


„თბილისი სიკვდილის ქალაქია“, „სოლიდარობა მუშებს“ - სოლიდარობის აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის 5 ნომერთან იმყოფებიან და პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრების მისვლას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი იმ დრომდე არ დაიშლებიან, სანამ ჭავჭავაძის 5-ში, იქ, სადაც 31 მარტს ორი მუშა დაიღუპა, მთავრობის წარმომადგენლები არ მივლენ.

აქციის მონაწილეების თქმით, დაღუპულ მუშებზე პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

სოლიდარობის აქცია საღამოს 7 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით მსვლელობით გადაინაცვლეს ჭავჭავაძის გამზირზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG