Accessibility links

site logo site logo

იუწყებიან, რომ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე


ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციიდან ვრცელდება ცნობები, რომ პოლიციამ ხუთი აქტივისტი დააკავა. ფეისბუკზე გავრცელებული ცნობებით, დაკავებულებს შორის არიან ცოტნე ცხვედიანი, გიორგი სოფრომაძე, ვახუშტი მენაბდე, დავით სუბელიანი. შსს-ს ეს ცნობა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

აქცია იმართება მოწოდებებით „თბილისი სიკვდილის ქალაქია“, „სოლიდარობა მუშებს“, აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის 5 ნომერთან იმყოფებიან და პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრების მისვლას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი იმ დრომდე არ დაიშლებიან, სანამ ჭავჭავაძის 5-ში, იქ, სადაც 31 მარტს ორი მუშა დაიღუპა, მთავრობის წარმომადგენლები არ მივლენ.

აქციის მონაწილეების თქმით, დაღუპულ მუშებზე პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

სოლიდარობის აქცია საღამოს 7 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით მსვლელობით გადაინაცვლეს ჭავჭავაძის გამზირზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG