Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციამ ქალაქის მერის სახლთან გადაინაცვლა


ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს ქალაქის მერის, კახა კალაძის სახლთან, რადგან, მათი თქმით, კალაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები არ მივიდნენ დემონსტრანტებთან შესახვედრად.

მანამდე, ცოტა ხნით ადრე, დემონსტრანტებთან მივიდა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია აქციაზე ხუთი აქტივისტის დაკავების თაობაზე და მისი აპარატის წარმომადგენლები დაკავებულებს მოინახულებენ.

აქცია იმართება მოწოდებებით „თბილისი სიკვდილის ქალაქია“, „სოლიდარობა მუშებს“, აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის 5 ნომერთან იმყოფებიან და პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრების მისვლას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, დაღუპულ მუშებზე პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG