Accessibility links

site logo site logo

ქალდანი: პირადი ცხოვრების უფლების შელახვა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება


თამარ ქალდანი

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარუდგინა 2018 წლის ანგარიში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შესახებ.

თამარ ქალდანის განცხადებით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება პირადი ცხოვრების უფლების ისეთი შელახვა, რომელიც შესაძლოა, გამოწვეული იყოს დანაშაულებრივი საქმიანობით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინფორმაციით, პირველად დაფიქსირდა შეთხვევაც, როცა მისმა აპარატმა მიიჩნია, რომ კონკრეტულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაშიც იყო დანაშაულის ნიშნები. თამარ ქალდანის განმარტებით, იმის გამო, რომ გამოძიება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კომპეტენცია არ არის, ამ ფაქტზე პროკურატურას მიმართეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG