Accessibility links

site logo site logo

აშშ-ი წყვეტს თურქეთისათვის გამანადგურებელ F-35-ის ნაწილების მიწოდებას


F-35

აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, ვაშინგტონი წყვეტს თურქეთისათვის სამხედრო გამანადგურებელ F-35-ის სათადარიგო ნაწილების მიწოდებას. ეს არის პირველი პრაქტიკული პასუხი ანკარის გადაწყვეტილებაზე, განათავსოს თავის ტერიტორიაზე რუსეთის С-40- ი ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.

რუსეთთან 2017 წლის შემოდგომაზე გაფორმებული გარიგების თანახმად, თურქეთი ოქტომბრიდან შეუდგება რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გაშლას თავის ტერიტორიაზე. ანკარა აცხადებს, რომ ქვეყანა 1990-იანი წლებიდან სარაკეტო დარტყმის საფრთხის ქვეშ იმყოფება, რისთვისაც მას ესაჭიროება ჰაერიდან დაცვის საკუთარი სისტემა

მანამდე აშშ-მა არაერთხელ გააკრიტიკა თურქეთის ხელისუფლება, რომელმაც, როგორც ნატოს წევრმა ქვეყანამ, არ უნდა შეიძინოს რუსეთის წარმოებული სარაკეტო კომპლექსი.

მოელიან, რომ პენტაგონის გადაწყვეტილება F-35-ის გარშემო, გაართულებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს ვიზიტს ვაშინგტონი, ნატოს სამიტის ფარგლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG