Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში აუტიზმის ეროვნული ცენტრი აშენდება


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

საქართველოს მთავრობამ აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია გამართა. ის საგანგებოდ დაამთხვიეს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს, რომელიც 2 აპრილს აღინიშნება.

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველო იქნება რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც აუტიზმის კომპლექსურ ცენტრს ააშენებს და მისი მეშვეობით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ცხოვრებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

აუტიზმის ეროვნული ცენტრს „აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი“ ააშენებს. რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი 16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს მოემსახურება და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარჩვევებისა და მათი უნიკალური უნარების განვითარებაში დაეხმარება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მულტიფუნქციურ სივრცე „რესპუბლიკაში“ ცენტრის მშენებლობის პრეზენტაციის შემდეგ საევაკუაციო განგაშის სიგნალი ჩაირთო, რის გამოც შენობაში მყოფთ სივრცის დატოვება მოუწიათ. რამ გამოიწვია საევაკუაციო სიგნალის ჩართვა, ჯერჯერობით უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG