Accessibility links

site logo site logo

რეჟისორ კირილ სერებრენიკოვს 4 ივლისამდე გაუგრძელეს შიდა პატიმრობის ვადა


მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცნობილი რუსი რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი 4 ივლისამდე დარჩება შიდა პატიმრობაში.

მასავით 4 ივლისამდე გაუგრძელეს შიდა პატიმრობა „მეშვიდე სტუდიის“ საქმეზე ბრალდებულ კიდევ ორ პირს - რუსეთის კულტურის სამინისტროს ყოფილ თანამშრომელ სოფია აპფელბაუმსა და „მეშვიდე სტუდიის“ ყოფილ გენერალურ დირექტორ იური იტინს.

ადვოკატ იური ლისენკოს განცხადებით, სამივე ბრალდებული აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

მეოთხე ბრალდებული, პროდუსერი ალექსეი მალობროდსკი არ იმყოფება შიდა პატიმრობაში, მაგრამ არა აქვს მოსკოვიდან გამოგზავრების უფლება.

„მეშვიდე სტუდიის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, 49 წლის კირილ სერებრენიკოვი 2017 წლის ივლისში დააკავეს. მას, ისევე როგორც სტუდიის გენერალურ პროდუსერ ალექსეი მალობროდსკისა და გენერალურ დირექტორ იური იტინს, ბრალად ედება 133 მილიონი რუბლის (დაახლოებით, 2 მლნ დოლარი) მიტაცება სულ 216 მილიონიდან, რომელიც სახელმწიფომ 2011-2014 წლებში გამოყო თეატრალურ პროექტ „პლატფორმისათვის“.

სერებრენიკოვი „აბსურდულს“ უწოდებს წაყენებულ ბრალდებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG