Accessibility links

site logo site logo

ოთხი პირი დაშავდა აფეთქების შედეგად სანკტ-პეტერბურგის სამხედრო აკადემიაში


რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, ოთხი პირი დაშავდა სანკტ-პეტერბურგის სამხედრო აკადემიაში მომხდარი აფეთქების შედეგად.

სააგენტო "ინტერფაქსი" სასწრაფო დახმარების სამსახურის მუშაკზე დაყრდნობით წერს, რომ დაშავებულები შესაძლოა მოჟაისკის აკადემიის კადეტები იყვნენ.

ამავე წყაროს თქმით, აფეთქება მეორე სართულზე მოხდა და ის შესაძლოა გამოიწვია წვრთნისთვის განკუთვნილი ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მოსვლამ.

ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

მოჟაისკის აკადემია წვრთნის სამხედროებს რუსეთის საჰაერო ძალებისთვის და არმიის სხვა დანაყოფებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG