Accessibility links

site logo site logo

ორგანიზატორები არ ყოფილან პოლიტიკოსები: "სოლიდარობის ქსელი" კახა კალაძეს პასუხობს


შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მოთხოვნით ჩატარებული აქციის ორგანიზატორები, რომელთაც "სოლიდარობის ქსელი" აერთიანებს, თბილისის მერს, კახა კალაძეს განცხადებით პასუხობენ. მათი თქმით, პოლიტიკოსები მათ რიგებში არ ყოფილან, კახა კალაძე მსგავსი განცხადებით შინაარსს უკარგავს საპროტესტო აქციას, რომელიც 1 აპრილს გაიმართა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მზად იყო შეხვედროდა ახალგაზრდებს, რომლებიც 1 აპრილს გამართულ აქციაზე მოითხოვდნენ შრომის უსაფრთხოების დაცვას, მაგრამ როცა კადრებში ნახა, ვინ იყვნენ აქციის ორგანიზატორები, მისთვის „ყველაფერი ნათელი გახდა.“

„როდესაც მე ვნახე კადრები, თუ ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ამ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც ძალიან სამწუხაროა და აღარ გავაგრძელებ, თუ ვინ დგას ამის უკან და ვინ მართავს ამ ყველაფერს“ - უთხრა ჟურნალისტებს კახა კალაძემ. კონკრეტულად ვინ დგას, მერს არ უთქვამს.

„თბილისის მერის განცხადება გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ იგი და მასთან ერთად ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეგნებულად, სხვადასხვა მიზეზის გამოგონებით თავს არიდებენ მშრომელებთან პირდაპირ შეხვედრასა და შინაარსობრივ მსჯელობას არსებულ პრობლემებზე.აქციის ორგანიზატორები არ ყოფილან პოლიტიკოსები. მართალია ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და ჯგუფმა სცადა არსებული პროტესტის საკუთარი პოპულისტური მიზნების განხორციელების პლატფორმად გამოყენება, თუმცა ჩვენ, სოლიდარობის ქსელმა, აღნიშნული არ დავუშვით და არც შემდგომში დავუშვებთ““-, ნათქვამია „სოლიდარობის ქსელის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG