Accessibility links

site logo site logo

უფლებადამცველები რუსეთს აკრიტიკებენ 23 ყირიმელი თათრის დაკავებისათვის


უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ გმობს 23 ყირიმელი თათრის დაკავებას, რომელსაც უწოდებს „უპრეცედენტო“ ზომას, მიღებულს რუსეთთან ყირიმის მიერთების მიმართ „უმეტესწილად, კრიტიკულად განწყობილ ჯგუფზე ზეწოლის გასაძლიერებლად“.

სიმფეროპოლის სასამართლომ 29 მარტს გამოაცხადა, რომ 27 მარტიდან მოყოლებული 23 ყირიმელი თათარი იქნა დაკავებული ისლამისტების ჯგუფ „ჰიზბ უტ-ტაჰრირის“ წევრობაში ეჭვმიტანით. მათ შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა 15 მაისამდე.

რუსეთმა 2003 წელს აკრძალა „ჰიზბ უტ-ტაჰრირი“, მაგრამ ის კანონიერი ორგანიზაციაა უკრაინასა და ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში.

რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია, რასაც, უფლებადამცველებისა და დასავლეთის ქვეყნების შეფასებით, მოჰყვა მოსკოვის პოლიტიკის ოპონენტების, მათ შორის ყირიმელი თათრების საწინააღმდეგო რეპრესიების კამპანია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG